აქციაზე, ვინც მოლოტოვის კოქტეილს ისროდა, იყვენ ოპოზიციის დატრენინგებული ადამიანები - კობახიძე

21.04.23 15:53
აქციაზე, ვინც მოლოტოვის კოქტეილს ისროდა, იყვენ ოპოზიციის დატრენინგებული ადამიანები - კობახიძე

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მარტის აქციების უკან რადიკალური ოპოზიცია დგას. 

"ოცნების" თავმჯდომარის თქმით, სწორედ ამიტომ იცავს ოპოზიცია ლაზარე გრიგორიადისს და ამბობს, რომ ახალგაზრდები სწორედ მმართველი გუნდის ოპონენტების მეირ იყვნენ დატრენინგებულნი.

„როდესაც რადიკალური ოპოზიცია პირდაპირ მხარდაჭერას უცხადებს იმ ადამიანს, რომელიც პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილს ესროდა, პოლიციელებისთვის ცეცხლის წაკიდებას ცდილობდა და სხვა აგრესიული მოქმედებებით იყო გამორჩეული, აქედან მჟღავნდება, რომ სინამდვილეში, მთელი ამ სცენარის უკან რადიკალური ოპოზიცია დგას. ეს არ არის კონკრეტული ადამიანების მხრიდან იმპროვიზაცია. ესენი იყვნენ რადიკალური ოპოზიციის მიერ დატრენინგებული ადამიანები, რომლებიც პირდაპირ აწყობდნენ არეულობას თბილისის ცენტრში“, - განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები