როგორ უნდა იხსნან „მთავარი არხის“ დამფუძნებელი - ნიკა გვარამიას გათავისუფლების ორგანიზაცია აქციებისთვის ემზადება

21.04.23 20:14
როგორ უნდა იხსნან „მთავარი არხის“ დამფუძნებელი - ნიკა გვარამიას გათავისუფლების ორგანიზაცია აქციებისთვის ემზადება

 ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოძრაობა საპროტესტო აქციებისთვის ემზადება. ამ წუთებში ორგანიზაციის დამფუძნებლები სამომავლო გეგმებს იმ ხალხს აცნობენ, ვინც ოფიციალურად გაიარა რეგისტრაცია და სურვილი გამოთქვა,  "მთავარი არხის" დირექტორის თავისუფლებისთვის ბრძოლაში ჩართულიყო.

ამ დროისთვის უკვე 1500-ზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული. შეხვედრა დახურულია, თუმცა ცნობილია, რომ საუბრის ძირითადი თემა ორგანიზაციის სტრატეგიაა ანუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, რომ რუსთავის ციხის პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდეს. 

შეხვედრას ესწრება ნიკა გვარამიას მეუღლე, სოფო ლილუაშვილიც, რომელმაც მოძრაობის წევრებს ციხიდან ნიკას გზავნილი გადასცა. 

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები