აგორდება თუ არა პროტესტის ახალი ტალღა - ოპოზიცია ქუჩის აქციებს აანონსებს

21.04.23 20:33
აგორდება თუ არა პროტესტის ახალი ტალღა - ოპოზიცია ქუჩის აქციებს აანონსებს

აგორდება თუ  არა  პროტესტის ახალი ტალღა თბილისის ცენტრში?  - ოპოზიცია ქუჩის აქციებს აანონსებს.  ინიციატივის ავტორი "სტატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძეა.

დეპუტატი ფიქრობს, რომ საკანონმდებლო ორგანოს შემდეგ ხელისუფლებას   დისკომფორტი მოქალაქეებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა ქუჩიდანაც უნდა შეუქმნას, იმ მიზნით, რომ სასამართლო სისტემა დანაშაულებებში მხილებული მოსამართლეებისგან გათავისუფლდეს.

დეპუტატების ნაწილი ვაშაძის ინიციატივაში პერსპექტივას ვერ ხედავს. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ  7-8 მარტის აქციების მსგავსი დიდი პროტესტის ტალღა ვერ აგორდება.

კოლეგების მეორე  ნაწილი ვაშაძეს  წინასწარი შეთანხმების გარეშე  აქციების დაანონსების ფორმას უწუნებს. ყველაზე მკაფიო განცხადებები დღეს "ნაციონალურ მოძრაობაში" გაკეთდა. ოპოზიცური პარტია მზად არის,  მოსამართლეთა კლანის წინააღმდეგ ქუჩაში გავიდეს.

ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები