"ოცნების" 11 წელი - რა დაუკვეთა ხალხმა მმართველ პარტიას და რა მიიღო?
რა დაუკვეთა ხალხმა 11 წლის წინ ივანიშვილის "ქართულ ოცნებას" და რა მიიღო?პარტიის დამფუძნებლები პარტიას დიდი ხნის წინ გაემიჯნენ. პირველი წითელი ხაზი მაშინ გაივლო, როცა ბიძინა ივანიშვილი სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლეს დემონსტრაციულად შეხვდა და ამ ჟესტით კლანის შეფს, ფაქტრობივად, მხარდაჭერა გამოუცხადა.
ივანიშვილის მიერ დასანქცირებული მურუსიძის დაცვის კამპანიას დღეს მთელი "ქართული ოცნება" ახალი შემართებით აგრძელებს.
ადამიანები, ვინც ივანიშვილთან ერთად ერთ პარტიაში და ერთ სამუშაო სივრცეში ბევრი წელი გაატარეს, დღეს "პირველებს" ეუბნებიან, რომ როგორი პარტიაც უნდოდა, ზუსტად ისეთი მიიღო. პარტია, სადაც "თვითონ ღმერთია, სხვები კი მრევლი".
"ოცნების" საოცნებო დაპირებებიც დროთა განმავლობაში გაქრა.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.