საქართველოსა და იტალიას შორის მაღალი დონის დიალოგის დაფუძნების შესახებ დეკლარაცია გაფორმდა

22.04.23 12:00
საქართველოსა და იტალიას შორის მაღალი დონის დიალოგის დაფუძნების შესახებ დეკლარაცია გაფორმდა

საქართველოსა და იტალიას შორისს დეკლარაცია გაფორმდა. ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის დიალოგები იწყება. დოკუმენტის გაფორმების შემდეგ, მხარეები ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს ელოდებიან.

რომში დეკრალაციას ხელი საქართველოს საგარეოს საქმეთაა მინისტრმა მოაწერა, მანამდე კი შეხვედრა იტალიელ კოლეგასთან გამართა. ილია დარჩიაშვილი საქმიანი ვიზიტით ევროპაში რჩება.

დაანონსებულია, რომ 24 აპრილს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწრება შეხვედრას ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან და წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად.

„მაღალი დონის დიალოგი ასახავს ორ ქვეყანას შორის დინამიკურ თანამშრომლობას და გამოავლენს პარტნიორობის ახალ პერსპექტივებს.

მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ერთგულებას საერთო ღირებულებებისა და ინტერესების მიმართ და სწრაფვას, დაიცვან წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი.

დეკლარაციის ფარგლებში, მხარეები გამოხატავენ მტკიცე ნებას უფრო მაღალ დონეზე აიყვანონ ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და დასახონ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.

აღნიშნული ფორმატი შედგება ოთხი თემატური განზომილებისაგან, რომლებიც მოიცავს პოლიტიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკურ, ასევე კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროებს.

დიალოგის ფარგლებში შეხვედრებს, რომელიც გარკვეული პერიოდულობით გაიმართება, თანათავმჯდომარეობას გაუწევენ საგარეო საქმეთა მინისტრები. სესიებში მონაწილეობას მიიღებენ შესაბამისი დარგობრივი სამინისტროების/უწყებების მაღალი რანგის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული დელეგაციები.

ყოველი შეხვედრის შედეგად გამოქვეყნდება ერთობლივი კომუნიკე.

მაღალი დონის დიალოგის შესახებ დეკლარაციას ხელი მოეწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის, რომში ვიზიტისას.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრები გამართა იტალიის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების წარმომადგენლებთან“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

 

მსგავსი სიახლეები