ვისი სახელით ძარცვავენ ქართველ ხალხს - "შაბათის გუნდმა" თაღლითური სისტემის ლაბირინთებში შეაღწია (ანონსი)

22.04.23 12:50
ვისი სახელით ძარცვავენ ქართველ ხალხს - "შაბათის გუნდმა" თაღლითური სისტემის ლაბირინთებში შეაღწია (ანონსი)

ევროპელი პენსიონერების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეების ძარცვა - დღეს საღამოს, 8 საათზე, "შაბათის ეთერის" გუნდი მოგიყვებათ, როგორ გპარავენ ფულს.

"ნოდარ მელაძის შაბათი" მტკიცებულებებს რამდენიმე თვის განმავლობაში აგროვებდა და დღეს,  მთელი საქართველო გაიგებს, საუკუნის ძარცვაზე, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა. 

"შაბათის გუნდმა" თაღლითური სისტემის ლაბირინთებში შეაღწია, ქოლ-ცენტრის თანამშრომლები ფარულად ჩაწერა,  მათი დაშვებული შეცდომებით ხელში ჩაიგდო მათივე საბანკო ანგარიშები და იპოვა ის ხალხი, რომელთა ქართული ბანკის ანგარიშებზეც ნაძარცვი ფული ირიცხება.

ვისი სახელით ძარცვავენ ქართველ ხალხს - ნახეთ, დღეს საღამოს, 8 საათზე, "ნოდარ მელაძის შაბათში".

 

 

 

მსგავსი სიახლეები