დაამტკიცეთ კანონი, რომლის მიხედვითაც სკოლაში მოსწავლეებისთვის კვება უფასო იქნება - ნათელაშვილი მთავარობას
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი იუნისეფის და საქსტატსი ერთიობლივ, საგანგაშო კველვას საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა.
შალვა ნათელაშვილი პარლამენტს მოუწოდებს, საგანგებო სხდომაზე დაამტკიცოს კანონი, რომლის მიხედვითაც სკოლაში მოსწავლეებისთვის ერთჯერადი კვება უფასო იქნება.
სასწრაფოდ მოწვეული იქნას პარლამენტის რიგგარეშე სხდომა და ერთხელ და სამუდამოდ, სკოლებში, ერთჯერადი კვება იყოს უფასო.
გამოიყვანონ მმართველი ელიტის წარმომადგენლებმა შვილები კერძო სკოლებიდან და შეიყვანონ ჩვეულებრივ სკოლებში, სადაც ჩვეულებრივი ხალხის შვილები დადიან". - ამბობს ნათელაშვილი.
კველვის მიხედვით მოზარდების 35% სკოლაში ფინანსური შეჭირვების გამო საკვებს ვერ იღებს.