"მშობლებთან გამოსავლით მოვედით" - "ლელოს" ინიციატივა აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების დასახმარებლად

22.04.23 13:42
"მშობლებთან გამოსავლით  მოვედით" - "ლელოს" ინიციატივა აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების დასახმარებლად

ირაკლი ღარიბაშვილის სამსახურთან შეკრებილი აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებთან კარგი ინფორმაციით "ლელოს" წევრები მივიდნენ.

ანა ნაცვლიშვილმა და ვატო სურგულაძემ დედებს მამუკა ხაზარაძის ინიციატივის შესახებ ახარა.

ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ფონდში ნებისმიერი მსურველს, მათ შორის, ბიზნესმენებს, პოლიტიკოსებს და რიგითი მოქალაქეებს შეეძელაბთ თანხის ჩარიცვა, რათა ბავშვებმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ძვირადღირებული პრეპარატი მიიღონ.

ჩვენ აქ მოვედით გამოსავლით, ვინაიდან მშობლებმა ვერ მიიღეს პასუხი მთავრობისგან. მამუკა ხაზარაძის ინიციატივაა, რომ შეიქმნას სახელმწიფო ფონდი და ის თავად შეიტანს პირველ შენატანს 100 ათას ლარს. ეს იქნება ინიციატივა, რომელშიც ჩვენ გამოვდივართ იდეით, რომ შევიდეს ყველა- სახელმწიფო, კერძო ბიზნესი, ჩვეულებრივი მოქალაქეები, ვისაც რა შეგვიძლია, რომ გავაერთიანოთ ძალისხმევა ამ ბავშების გადასარჩენად. ეს არის გამოსავალი. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ამ იდეის ირგვლივ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი გაერთიანდეს. აუცილებელია მთავრობის ჩართულობა. იმედია, ისინი ამ ფონდის შექმნას ხელს შეუწყობენ და გადავარჩენს ბავშვებს". - ამბობს ანა ნაცვლიშვილი. 

პარტია ლელოს თავმჯდომარე, მთავრობას საქველმოქმედო ფონდის შექმნის ინიციატივით დღეს გამოვიდა. მამუკა ხაზარაძე მზად არის აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე მოზარდენის დასახმარებლად 100 ათასი ლარი გამოყოს.

მსგავსი სიახლეები