სააკაშვილმა პალატაში გონება ორჯერ დაკარგა - მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა უარესდება

22.04.23 17:03
სააკაშვილმა პალატაში გონება ორჯერ დაკარგა - მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა უარესდება

მიხეილ სააკაშვილმა პალატაში გონება ორჯერ დაკარგა. საქართველოს მესამე პრეზიდენტს გულის წასვლის ეპიზოდი რამდენიმე წუთიანი ინტერვალით გაუმეორდა. 

გიული ალასანიას ინფორმაციით, "ვივა მედის" საკნადქცეულ პალატაში ცნობიერება სააკააშვილმა დედის და ექთნების თვალწინ დაკარგა.

ორჯერ დაკარგა გონება, ახლა, ჩემს თვალწინ, ექთნის თვალწინ, ყველა ერთად ვიყავით. ბადრაგები შემოვიდნენ, რომ აეყანათ. მეორე მეორედ დაკარგა. ერთხ მხარეს მე ვიდექი, მეორე მხარეს ექთანი, გაიშხლართა და ძლივს მოვასწარი, რომ თავი დამეჭირა. გაშავდა ადამიანი და დიდხანს იყო უგონოდ. გაუკეთეს გადასმხა, ცუდად იყო ძალიან". გონების კარგვას მის მოწამვლას ვუკავშირებ, რადგან მძიმე მეტალები სიევ არის მის ორგანიზმში". - ამბობს ალასანია.

"ვივა მედის" კლინიკური კლინიკური დირექტორი სააკაშვილის გონების დაკარგვას ადასტურებს. ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ და პაციენტის ფიზიოლოგიური მაჩვენებლები ახლა ნორმაშია.

მისი გადმოცემით, დღის განმავლობაში ჰქონდა გონების კარგვა, მაშინვე იქნა გამოძახებული მორიგე ექიმი. მორიგე ექიმის ნახვის პერიოდში პაცინეტი იყო გონებაზე. მისი ფიზიოლოგიური მაჩვენებლები, წნევა იყო ნორმის ფარგლებში. მისი ზოგადი მდგომარეობა დაკავშირებულია კვების პრობლემასთან. მოიტანონ ის, რასაც ჩვენ ვთავაზობთ და რასაც ირჩევს პაციენტი, ერთობლივად იყოს მოტანილი და იქნებ მოხდეს ამ კვების რაციონის გაფართოება". - ამბობს ზურაბ ჩხაიძე. 

მსგავსი სიახლეები