გადაგვირჩინეთ შვილები - აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების დედების სოლიდარობის აქცია კანცელარიასთან
ღარიბაშვილის სამსახურთან აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების უწყვეტი აქცია განახლდა - მთავრობის კანცელარიასთან დედების გარდა სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეებიც იმყოფებიან.
ადგილზე შეკრებილები ბავშვების სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანას უკვე რამდენიმე თვეა უშედეგოდ ითხოვენ.
ღარიბაშვილს დედების გამაყრუებელი პროტესტი რამდენიმე დღეა არც კი ესმის.