ქვეყანას ისე არ უჭირს, რომ 20 ბავშვის სიცოცხლისთვის ფული არ ჰქონდეს - გირჩი-მეტი თავიუფლება

22.04.23 20:15
ქვეყანას ისე არ უჭირს, რომ 20 ბავშვის სიცოცხლისთვის ფული არ ჰქონდეს - გირჩი-მეტი თავიუფლება

"აქონდროპლაზიის მქონე 20-მდე ბავშვის წამლით უზრუნველყოფას წელიწადში 6 მილიონ ევრომდე სჭირდება. ბევრად ნაკლები, ვიდრე 100 მილიონი ლარით დაფინანსებულ ე.წ. საზოგადოებრივ მაუწყებელს, ან ქართულ-ჯიგრულ პონტში მოქმედ "აწარმოე საქართველოში"-ს პროექტს, რომელმაც გასულ წელს, უამრავ მავნებლობაში, ხალხის ჯიბიდან 270 მილიონი ლარი დახარჯა" - ამის შესახებ "გირჩი-მეტი თავიუფლების" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი. 

მათი თქმით, საქართველოს ბიუჯეტში არის "20 ბავშვის სიცოცხლის გადარჩენისთვის საკმარისი ფული“

ღარიბი ქვეყანა ვართ, მაგრამ არც იმდენად გვიჭირს, რომ 20 ბავშვის სიცოცხლისთვის საკმარისი ფული არ გვქონდეს.

შესაბამისად, სოციალური პოლიტიკის რეფორმა უნდა ითვალისწინებდეს,

• ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების მიზნობრივად ქცევის შედეგად, თითოეულ ოჯახზე გამოყოფილი თანხის მნიშვნელოვნად გაზრდას.

• სავალდებულო სახელმწიფო საპენსიო ფონდის გაუქმებას და დაგროვებული ფულის მოქალაქეებისათვის დაბრუნებას; - წერია განცხადებაში

• საქველმოქმედო ინიციატივების ხელშეწყობას და წახალისებას საგადასახადო შეღავათების დაწესების გზით;

მსგავსი სიახლეები