"გაეცეს ყველა კითხვას პასუხი" - "საქართველოსთვის" ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას აანონსებს
საუკუნის ძარცვის გაშიფრული სქემის შემდეგ პარტია "საქართველოსთვის" პარლამენტში დაუყოვნებლივ საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. მიხეილ დაუშვილი ოპოზიციას და სახელისუფლებო გუნდს ამ ინიციატივის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ერთხელ და სამუდამოდ ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს.
ვაპირებთ დავაინიციროთ საპარლამენტო კომისია სწორედ ქოლცენტრების გამოძიებაზე და მოვუწოდებ ყველას, როგორც ოპოზიციას, ასევე სახელისუფლებო პარტიას, რომ მხარი დაუჭიროს ამ კომისიას. შევქმნათ ეს კომისია და აი, ხომ გვიმტკიცებს ყველა მხარე, რომ თვითონ არავინ არაფერ შუაშია, მოდით, ერთხელ და სამუდამოდ, როგორც ქვეყნის შგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, პასუხი გაეცეს ყველა კითხვას: ვინ ჩაიდინა დანაშაული, ვინ მონაწილეობდა ამ დანაშაულის ჩადენაში, ვინ მფარველობდა ამ დანაშაულის ჩადენას, - ამბობს დაუშვილი.
"ტვ პირველის" შაბათის ეთერიის გუნდმა რამდენიმეთვიანი გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ ევროპელი პენისონერების შემდეგ ეგრედ წოდებული ქოლცენტრები საქართველოს მოქალაქეებსაც ძარცვავენ. თაღლითური სქემით არარსებულ ბიზნესში ფულის ჩადებას მოქალაქეებს ფსიქოლოგიური ტერორით და მუქარით აიძულებენ. ძარცვა საქართველოდან სალომე ზურაბიშვილის, ბიძინა ივანიშვილისა და ნავთობკომპანიების სახელებით ხდება.