ჩაიკეცა, გული წაუვიდა, შავი ფერი ედო - ალასანია სააკაშვილზე
მიხეილ სააკაშვილი ძალიან მძიმედაა, - ასე აფასებს "ვივა-მედიდან" გამოსული გიული ალასანია მესამე პრეზიდენტის მდგომარეობას. ალასანია ამბობს, რომ სააკაშვილს გუშინ ორჯერ წაუვიდა და ეს მისი და ექთნის თანდასწრებით მოხდა.
გუშინდელი შემთხვევის შემდეგ არის, რა თქმა უნდა, ძალიან სუსტად და მეშინია, რომ არ წამოიწიოს და არ დაეცეს ისევ გუშინდელივით, იმიტომ, რომ არის საკმაოდ სუსტად და გარდა ამისა, რაღაც სიტყვები ავიწყდება. მაგას კი არა, მე მავიწყდება, იმიტომ, რომ მოწმე გავხდი ამ ყველაფრის და ძალიან მძიმე მდგომარეობაა, მე რომ მკითხოთ. ეს ყველაფერი ჩემს თვალწინ ხდებოდა და ექთანიც იქ იყო და ერთად ვიყავით ყველა... ექთანი იყო ამის მოწმე, რომ ჩაიკეცა, წაუვიდა გული, შავი ფერი ედო... მოვასულიერეთ ძლივს, - ამბობს ალასანია.