რუსული აგრესია და გეოპოლიტიკური საკითხები - პარლამენტის თავმდჯომარე ჩეხეთში მიემგზავრება
შალვა პაპუაშვილი ჩეხეთში მიემგზავრება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობას ევროკავშირის პარლამენტების სპიკერების ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღებს.
მთავარი თემა წელს რუსული აგრესია და უკრაინაში მიმდინარე ომია. იმსჯელებენ გეოპოლიტიკურ საკითხებზე და ევროკავშირის რეაგირებაზეც.
პაპუაშვილს პირსპირ შეხვედრები ჩეხეთის მთავრობის წევრებთან აქვს დაგეგმილი. მო-ლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილიც.