"ვივა-მედის" ექიმები ვეღარ მალავენ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა საყურადღებოა

23.04.23 20:21
"ვივა-მედის" ექიმები ვეღარ მალავენ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა საყურადღებოა

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა. ამას ადასტურებენ "ვივა-მედის" ექიმებიც. მედიკოსები ამბობენ, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა საყურადღებოა. 

 მესამე პრეზიდენტს გონების კარგვის ორი ეპიზოდი ჰქონდა. გიული ალასანია ამტკიცებს, რომ საკნად ქვეულ პალატაში პაციენტი ორი ადამიანის თანდასწრებით დაეცა. მესამე პრეზიდენტის დედა ამბობს, რომ სააკაშვილს გული წაუვიდა, ჩაიკეცა და შავი ფერი ედო. 

თუ მიხეილ სააკაშვილს სათანადო მკურნალობას არგაუწევენ, მას  ნებისმიერ წუთს შესაძლოა,  რეანიმაციაში გადაყვანა დასჭირდეს.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები