ნაციონალური მოძრაობა არ იმსახურებს ასეთ თავმჯდომარეს - ენმ-ში ახალმა პროტესტმა იფეთქა

24.04.23 11:01
ნაციონალური მოძრაობა არ იმსახურებს ასეთ თავმჯდომარეს - ენმ-ში ახალმა პროტესტმა იფეთქა

"ნაციონალურ მოძრაობაში ახალმა პროტესტმა იფეთქა - ლევან ხაბეიშვილს გუნდში ამბოხება აქვს. "ნაცმოძრაობის" აჭარის ორგანოზაციაში ამბობენ, რომ პარტიის ახალმა თავმჯდომარემ საკრებულოს სიითი შემადგენლობიდან ამოყარა ის ადამიანები, ვინც ბოლო არჩევნების დროს პარტიის გამარჯვებისთვის იბრძოდა,  მაგრამ ხაბეიშვილის მიმართ კრიტიკით გამოირჩევიან.

უფრო კონკრეტულად, ირკვევა, რომ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატ ლაშა კილაბერიას უფლება-მოსილების შეწყვეტის საკითხზე უნდა ემსჯელათ, როცა სიის მომდევნო სამი წევრი, ლევან გორგილაძე, როინ დვალი და ელზა ეფაძე ხაბეიშვილმა ჩახსნა. 

ენმ-ს წევრები პარტიის თავმჯდომარისგან ახსნა-განმარტებებს ითხოვენ და მას "ბათუმელების ნების წინააღმდეგ წასვლაში" ადანაშაულებენ. 

ბათუმში ოპოზიციამ რამდენიმე წუთის წინ ლევან ხაბეიშვილის ხელმოწერილი დოკუმენტი გაასაჯაროვა.

პარტიის თავმჯდომარე  ნაცვლად იმისა, რომ წინასაარჩევნო დაპირებებს ასრულებდეს, აწყობდეს უწყვეტ აქციებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის გასათავისუფლებლად, ის ცვლის  ბათუმელების ნებას. ზუსტად ისე, როგორც ამის მცდელობა ჰქონდა და გამოუვიდა "ქართულ ოცნებას", დავით რიჟვაძეს და ირაკლი კობახიძეს. მათ მოკლეს ნუგზარ ფუტკარაძე და ასე მოხდა მისი აცილება ბათუმის საკრებულოდან. ხაბეიშვილს კი ამისთვის ერთი ხელმოწერა დასჭირდა. ნაციონალური მოძრაობა არ იმსახურებს ასეთ თავმჯდომარეს"- განაცხადა გიორგი კირთაძემ. 

მსგავსი სიახლეები