"სველი საბნები გვეფარა, ხელისუფლებას თბილად ეძინა"- კანცელარიასთან დედებმა მეექვსე ღამე გაათენეს
აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტი გრძელდება - დედებმა პრემიერთან შეხვედრისა და ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანის მოთხოვნით, მთავრობის კანცელარიასთან მეექვსე ღამე გაათენეს.
გუშინდელი ღამე იყო უმძიმესი, სველი ადიალები გვეფარა. დედები ერთმანეთს ვათბობდით, მათ თბილად ეძინათ. აქამდე ვეხვეწებოდით, გთხოვთ, შეგხვდით. ახლა ვუბრძანებთ, რომ ნება იბოძონ და გამობრძანდნენ. არ გაგვამწარონ იმაზე მეტად, ვიდრე დღეს ვართ. ყოველ დღე ულტიმატუმს ვუყენებთ, მაგრამ ისევ დაგვცინიან, მიიღებენ საპასუხო რეაქციას"- აცხადებს მშობელი.