გახარიას გუნდი ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

24.04.23 11:51
გახარიას გუნდი ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

გახარიას გუნდი ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ამის შესახებ მათ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.

პარტია "საქართველოსთვის" ტრანსნაციონალურ დანაშაულში მონაწილე პირების, ასევე მისი ორგანიზატორების, მფარველების გამოვლენას და მათ დასჯას ითხოვს. 

პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ ტრანსნაციონალურ დანაშაულს, ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების საქმეს, გამოავლენს მის ორგანიზატორებს, მფარველებს, ქვეყნისთვის მიყენებულ ზიანს და ამით გამოწვეულ მძიმე პოლიტიკურ შედეგებს.

მოვუწოდებთ, როგორც „ოცნებას“, ისე „ნაციონალურ მოძრაობას“ , ასევე სხვა პარტიების წარმომადგენლებსა და დამოუკიდებელ დეპუტატებს, მხარი დაუჭირონ ამ ინიციატივას. 
ფაქტია, რომ საერთაშორისო გამოძიება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში კონკრეტულ შედეგებამდე მივა. ამ სქემის დადასტურების შემთხვევაში ქვეყანას ელოდება მძმე პოლიტიკური შედეგები იმ რეპუტაციულ ზიანთან ერთად, რომელიც უკვე ყოველდღიურად გვიდგას იმ დანაშუალის გამო, რომლითაც ევროკავშირის მოქალაქეებს ასობით მლნ დოლარს ჰპარავენ დღემდე?

საზოგადოებაში ლეგიტიმურად ისმის კითხვები, რამდენად შესაძლებელია ხორციელედებოდეს ამ მასშტაბის ორგანიზებული დანაშაული დედაქალაქში ათასობით ადამიანის ცართულობით და ამის შესახებ არ ფლობდეს ინფორმაციას არცერთი სახელმწიფო უწყება?

ყველა ვხედავთ, რომ ამ მძიმე კრიმინალურ ქეისს პოლიტიკური პარტიების ნაწილი ერთამენთის წინააღმდეგ პოლიტიკური თავდასხმისთვის იყენებს. ზოგიერთი ამით ცდილობს ევროკავშირის მოქალაქეებისთვის მოპარული ფულის დაცვას და საკუთარი რეპუტაციის გადარჩენას, საერთაშორისო სანქციებისა და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას, - განაცხადეს ბრიფინგზე. 

მსგავსი სიახლეები