უღირსი, არაკაცური საქციელი, დღის წესრიგში დადგება ხაბეიშვილის თავმჯდომარეობის საკითხი - მირდათ ქამადაძე

24.04.23 11:23
უღირსი, არაკაცური საქციელი, დღის წესრიგში დადგება ხაბეიშვილის თავმჯდომარეობის საკითხი  - მირდათ ქამადაძე

"სამწუხაროა, რომ პარტია დღეს ლევან ხაბეიშვილამდე დაეცა, ეს საგანგაშოა"- ამის შესახებ მირდატ ქამადაზემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რითაც ენმ-ს თავმჯდომარის იმ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც  პარტიის ახალმა თავმჯდომარემ საკრებულოს სიიდან ამოყარა ის ადამიანები, ვინც ბოლო არჩევნების დროს მის მიმართ კრიტიკით გამოირჩეოდა.

"ლევან ხაბეიშვილისნაირი სამარცხვინო გადაწყვეტილებების მიმღები თავმჯდომარე ამ პარტიას აზარალებს" - ამბობს მირდატ ქამადაძე

როდესაც ჩვენ ამომრჩეველს ვესაუბრებით, რომ ევროპული ღირებულებების ერთგული პარტიაა, ევროპაში ასეთი უღირსი საქციელის ჩამდენი პოლიტიკოსებს და პარტიებს არ ელიან და ეს არ არის ევროპული გზა. ლევან ხაბეიშვილმა უნდა გასცეს დღეს საზოგადოებას პასუხი რატომ სცადა ბათუმელების ნების შეცვლა ისევე, როგორც თავის დროზე რიჟვაძე კობახიძემ სცადა ეს და ეს ადამიანის სიკვდილის ფასად დაგვიჯდა ჩვენ.

ბათუმის საკრებულო, რომელმაც ყველაფერს გაუძლო დღეს ლევან ხაბეიშვილი საკუთარივე ფრაქცია და საკუთარივე პარტია დაანგრიოს ამ უღირსი გადაწყვეტილებით. იმიტომ, რომ ეს ადამიანებიც ისევე, როგორც ქართული ოცნება ებრძვიან განსხვავებულ აზრს და თუ ქართულ ოცნებას ჩვენ პროტესტს ვუცხადებთ იმიტომ, რომ მათთვის მიუღებელია განსხვავებული აზრი და იგივეს აკეთებს დღეს პარტიის თავმჯდომარედ წოდებული ადამიანი, ასევე განსხვავებულ აზრს ებრძვის, რა განსხვავებაა მაშინ ქართულ ოცნებასა და ამ ნაციონალურ მოძრაობას შორის, ამ ხელმძღვანელობას შორის?! 

 შედეგობრივი თვალსაზრისით, იგივეა, "ქართულმა ოცნებამ" 2021-ის 2 ოქტომბრის არჩევნებს შემდეგ სცადა ბათუმელების ნების შეცვლა და თქვა, რომ ოპოზიცია აქ უმრავლესობაში ვერ იქნება და შედეგი როგორ დააყენა ვნახეთ. დღეს ლევან ხაბეიშვილს ამისთვის ხელი მოწერა დასჭირდა და თქვა, რომ ბათუმელებმა მართალია, ლევან გორგილაძე აირჩიეს, მაგრამ ჩვენ არ გვაინტერესებს ბათუმელების ნება და ჩვენ, როგორც მივიღებთ გადაწყვეტილებას ისე მივიღებთო. ამიტომ ლევან ხაბეიშვილს მოუწევს ამაზე პასუხის გაცემა. საჯაროდ გამოვიდეს იმიტომ, რომ პოლიტიკოსს მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე რომ ჰქვია, სულ მინიმუმ მეტრანახევრის იქით გახედვა უნდა შეგეძლოს პოლიტიკური თვალსაზრისით, მეტრანახევრის იქით უნდა იყურებოდე რა შედეგები და რა პროცესები შეიძლება მოჰყვეს ამას.

ამ უღირსს საქციელს სანამ არ დაანებებს ეს მენეჯმენტი თავს, სანამ ასე არაკაცურად, არასწორად არაპოლიტიკურად მოიქცევიან, მანამდე ბიძინა ივანიშვილიც ხელისუფლებაში იქნება, ვერც ჩვენი დასავლელი პარტნიორები მოიწონებენ ამ საქციელს მთავარი ოპოზიციური ძალისგან და ამ ქვეყანასაც ძალიან დიდი ხნით არ ექნება პერსპექტივა ევროპული მომავლისკენ.

ველოდები ლევან ხაბეიშვილი გამოვიდეს და ბათუმელებს აუხსნას, რას ნიშნავს ეს საქციელი წინააღმდეგ შემთხვევაში ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარეობის საკითხი დადგება დღის წესრიგში იმიტომ, რომ ასეთ სამარცხვინო გადაწყვეტილებების, არათანმიმდევრული გადაწყვეტილებების მიმღები თავმჯდომარე ამ პარტიას მხოლოდ და მხოლოდ აზარალებს.

ლევან გორგილაძის ამ სიიდან ამოღებით მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი წყდება, თუ უწყვეტი აქციებია, თუ პოლიტპატიმრებს ათავისუფლებს, თუ 50 ოფისი იხსნება, ამას ხომ დაჰპირდა ხაბეიშვილი თავის დროზე ჩვენ ამომრჩეველს და დღეს ლევან გორგილაძეს იღებს სიიდან ანუ ეს არის წინასაარჩევნო დაპირება? ჩვეულებრივი გადაგდებაა ხომ საკუთარი ამომრჩევლისა, რასაც ქართული ოცნება აკეთებს მთელი 11 წლის განმავლობაში და სამწუხაროდ ურთიერთში ეს ქმედებები რასაც ჩადის დღევანდელი მენეჯმენტი პირდაპირ წისქვილზე ასახავს ქართული ოცნებისა წყალს და დასასრულს ეს ხალხი საჯაროდ, რომ გამოდიოდა და ჩვენ გვეუბნებოდა, რომ ერთობის დროა ერთად დავდგეთ და ქურდულად, არაკაცურად აგზავნიდნენ კომისიაში სიას, რომ თურმე ეს ხალხი უნდა ამოიღონ სიიდან ეს არის ერთობისკენ გადადგმული ნაბიჯი?" - ამბობს მირდატ ქამადაძე.

მსგავსი სიახლეები