დაიკლაკნა, ჩავარდა, დიდხანს იყო გათიშული - გადაიყვანენ თუ არა სააკაშვილს რეანიმაციაში?

24.04.23 12:32
დაიკლაკნა, ჩავარდა, დიდხანს იყო გათიშული - გადაიყვანენ თუ არა სააკაშვილს რეანიმაციაში?

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა იმ დონემდე დამძიმდა, რომ მას გადმოცემის უნარიც კი შეზღუდული აქვს.

მისი თქმით, გონების კარგვის ეპიზოდი საკუთარი თვალით ნახა: 

დაიკლაკნა, ჩავარდა და დიდხანს იყო გათიშული. ფეხზე ჰქონდა მთელი ტანი, თვალები დახუჭული, გაშავებული სახე. მე არ ვიცი, ვინ თქვა, საიდან მოიტანა, რომ ჩაიმუხლაო, რას ნიშნავს ჩაიმუხლა ცეკვა-თამაშით მიდიოდა თუ რა იყო?!

პაციენტი სხვათა შორის ვერაფერს ვერ იტყოდა, რომ გაახილა თვალები მითხრა, ჩვეულებრივ როცა მემართებოდა ასეთი ამბები, მე მახსოვდაო რა მომივიდაო და მე მიყურებდა რომ რა მოხდაო რა დამემართაო საერთოდ აღარაფერი აღარ ახსოვდა და არაფერი არ იცოდა, ვერაფერს ვერ აცნობიერებდა ასეთ მდგომარეობაში იყო.

გუშინაც რომ ვიყავი, დილის საათებში ადამიანს სიტყვები ავიწყდებოდა, იმას კი არა მეც მავიწყდებოდა იმის გამო, რაც ვნახე. ჩემი მოლოდინი არის სტრასბურგიდან რაღაცა პასუხს ველოდები. არ ვარ კმაყოფილი საერთოდ ყველაფრით, იმით რაც დაემართა ამ ქვეყანაში ჩემს შვილს იმიტომ, რომ ამ ქვეყნისგან ჩემს შვილს ეს ყველაფერი არ ეკუთვნოდა" - ამბობს გიული ალასანია.

 

მსგავსი სიახლეები