"არავის არავისთვის კარი არ დაუკეტავს" - ბოტკოველი შიდა დაპირისპირებაზე

24.04.23 13:13
"არავის არავისთვის კარი არ დაუკეტავს" - ბოტკოველი შიდა დაპირისპირებაზე

რატომ ამოშალა ლევან ხაბეიშვილმა ბათუმის საკრებულოს სიიდან 4 დეპუტატი - ენმ-ს თავმჯდომარის ნაცვლად განმარტებებს გიორგი ბოტკოველი აკეთებს. ხაბეიშვილის თანამოაზრე ამბობს, რომ რეკომენდაცია რეგიონული ორგანიზაციიდან მიიღეს, თუმცა რის საფუძველზე გაიცა აღნიშნული რეკომენდაცია, ბოტკოველი ვერ განმარტავს.

გიორგი ბოტკოველი ამტკიცებს, რომ ენმ-ში არავის არავისთის კარი არ მიუკეტავს და მსგავსი პრაქტიკა წინა მენეჯმენტების დროსაც იყო. 

საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არვისთვის არ შეუწყვეტია. ასეთი გადაწყვეტილება მიუღია პარტიის წინა მენეჯმენტსაც, იმის წინა მენჯმენტსაც და ეს არის ნებისმიერ პარტიაში ჩეულებრივი პროცესი. ადამიანები, რომლებიც პარტიის ლანძღვით არიან მხოლოდ დაკავებულები და პარტიის დაგეგმილ ღონისძიებებში არ ერთვებიან, ასეთი გადაწყვეტილება მიიღება პარტიის რაიონული ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე. არავის არავისთვის ენმ-ს წევრობა არ შეუწყვეტია, არავის არავისთვის კარი არ დაუკეტავს. არავის დევნა არ დაწყებულა ენმ-დან, პირიქით, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა ჩაერთოს ენმ-ს საქმიანობაში, - ამბობს ბოტკოველი. 
 

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტს ხაბეიშვილმა ხელი 6 მარტს მოაწერა, სწორედ იმ დროს, როცა პარლამენტში რუსული კანონის განიხილებოდა. 

მსგავსი სიახლეები