გადაწყვეტილება ხაბეიშვილს არ მიუღია, დაავალეს - ნოდარ დუმბაძე
ბათუმის საკრებულოში ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნოდარ დუმბაძე ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილს საკრებულოს სიიდან ოთხი წევრის ამოწერა "დაავალეს".
მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილი "სახლში უნდა წავიდეს":
ნამდვილად ვიცი, რომ ეს არ არის მარტო დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, ეს არ მიუღია ლევან ხაბეიშვილს, დაავალეს იმ ადამიანებმა, ვისაც უნდა ჰყავდეთ საკუთარი კანდიდატურა, ხაბეიშვილის გუნდის წევრები, ამიტომ ამ გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი, არანაირი მორალური უფლება არ აქვს, რომ იყოს პარტიის თავმჯდომარე. ის უნდა წავიდეს სახლში" - ნოდარ დუმბაძე.