საქართველო და ქვეყნის უსაფრთხოება - მინისტერიალი ლუქსემბურგში

24.04.23 13:28
საქართველო და ქვეყნის უსაფრთხოება - მინისტერიალი ლუქსემბურგში

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ამ წუთებში საგანგებო შეხვედრაზე იმყოფებიან. ლუქსენბურგში მსჯელობის საგანი საქართველო და ქვეყნის  უსაფრთხოების დაცვაა.

შეხვედაზე დასასწრებად ჩავიდა საგარეო სამქეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც. 

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სპეციფიკური პრობლემები აქვს, რადგან მისი ტერიტორიის ნაწილი რუსეთს აქვს ოკუპირებული.

ჩვენ ვილაპარაკებთ საქართველოზე, გვექნება შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან. ვიმსჯელებთ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და მას აქვს სპეციფიკური საკითხები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ მისი ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა შეხვედრის დაწყებამდე. 

 

მსგავსი სიახლეები