ომბუდსმენი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დედებს: "პოლიტიკოსებთან ერთად აქციაზე მისვლას არ ვაპირებ"
სახალხო დამცველი ამბობს, რომ „პოლიტიკოსებთან ერთად აქციაზე მისვლას არ აპირებს". საუბარია, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დედების პროტესტზე, რომელიც კანცელარიასთან 6 დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
ამის მიუხედავად, ლევან იოსელიანი პოლიტიკოსების გარეშძე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებთან შეხვედრისთვის მზად არის.
ეს არ არის ჩემი საქმიანობის ნაწილი, რომ პოლიტიკოსებთან ერთად მივიდე რამე აქციაზე. რაც შეეხება მშობლებს - მშობლებთან მისვლის ნაწილში მე არანაირი პრობლემა არ მაქვს და მივალ," - განაცხადა იოსელიანმა.