პოლიცია მეცა და წიხლი ჩამარტყეს - აქონდროპლაზიის მქონე ბავშვის დედა

24.04.23 13:37
პოლიცია მეცა და წიხლი ჩამარტყეს - აქონდროპლაზიის მქონე ბავშვის დედა

მშობლები პრემიერის გადაწყვეტილების მოლოდინში - მთავრობის სხდომის დაწყებამდე ერთი საათი რჩება. შენობის გარეთ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. რკინის ღობეს, რომლითაც პრემიერმა საზოგადოებისგან იზოლირება გადაწყვიტა, ხელებს ურტყამენ და ყურადღების მიქცევას ცდილობენ.

პროტესტის ნიშნად აქციის ერთ-ერთ მონაწილეს გზის გადაკეტვა უნდოდა, მაგრამ პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. ქალს სასწრაფო დახმარება დასჭირდა. სამთავრობო უწყებასთან ახლა რიგითი მოქალაქეები იკრიბებიან, რომ სოლიდარობა გამოუცხადონ იშვიათი დაავადების მქონე ბავშვებს რომლებსაც ძვირადღირებული წამლის ყიდვაზე სახელმწიფო უარს ეუბნება.

თუ სახელმწიფო არღვევს ჩემი შვილის უფლებებს მე რატომ არ უნდა დავარღვიო და გზა 3 წუთი მარტო დედამ გადაკეტოს 3 წუთით და სთხოვოს მოსიარულე მანქანას დაასიგნალე, რომ გაიგოს ჩემმა პრემიერა. აყვანის პერიოდში იმ დონემდის მთხლიშა ერთ-ერთმა მილიციელმა, რომ ჩამინგრია გვერდები, რატომ როცა 3 წუთი მინდოდა მარტო დედას, ეს არ იყო არც პროტესტი არაფერი მარტო ჩემი პროტესტი იყო რომ დაესიგნალებინა ვიღაცას. გუშინ ისეთი თქეში იყო ფეხები დაგვისველდა ყველას. სახალხო დამცველს ვურეკავდი შუა ღამისას და არ იღებდა. მარტო გავედი და მარტო მინდოდა დავმდგარიყავი დაესიგნალებინათ მეცნენ და წიხლი ჩამარტყეს და რატომ?! არც პროვოკატორი ვარ და არაფერი უბრალოდ ჩემი შვილის და პეტრეს ცრემლებს ვიცავ რომ მივუტანო წამალი სახალხო დამცველი სად გძინავს სად?! - ამბობს აქონდროპლაზიის მქონე ბავშვის მშობელი.

მსგავსი სიახლეები