აქონდროპლაზიის მქონე ბავშვის დედა: "სახალხო დამცველო, სად გძინავს, სად?!"

24.04.23 13:50
 აქონდროპლაზიის მქონე ბავშვის დედა: "სახალხო დამცველო, სად გძინავს, სად?!"

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები სახალხო დამცველს რეაგირებას სთხოვენ, ერთ-ერთი მშობელი, რომელიც 6 დღეა კანცელარიასთან ღამეს ათევს ამბობს, რომ მთელი ღამის განმავლობაში ომბუდსმენს ურეკავდა, მაგრამ ლევან იოსელიანმა მის ზარებს არ უპასუხა.

დედამ დღეს ყურადღების მიქცევის მიზნით რამდენიმე წუთით გზის გადაკეტვა სცადა, ქალი ამბობს, რომ პოლიციამ მის წინააღმდეგ ძალა გამოიყენა.

"თუ სახელმწიფო არღვევს ჩემი შვილის უფლებებს მე რატომ არ უნდა დავარღვიო და გზა 3 წუთი მარტო დედამ გადაკეტოს 3 წუთით და სთხოვოს მოსიარულე მანქანას დაასიგნალე, რომ გაიგოს ჩემმა პრემიერა. აყვანის პერიოდში იმ დონემდის მთხლიშა ერთ-ერთმა მილიციელმა, რომ ჩამინგრია გვერდები, რატომ როცა 3 წუთი მინდოდა მარტო დედას ეს არ იყო არც პროტესტი არაფერი მარტო ჩემი პროტესტი იყო რომ დაესიგნალებინა ვიღაცას. გუშინ ისეთი თქეში იყო ფეხები დაგვისველდა ყველას. სახალხო დამცველს ვურეკავდი შუა ღამისას და არ იღებდა. მარტო გავედი და მარტო მინდოდა დავმდგარიყავი დაესიგნალებინათ მეცნენ და წიხლი ჩამარტყეს და რატომ?! არც პროვოკატორი ვარ და არაფერი უბრალოდ ჩემი შვილის და პეტრეს ცრემლებს ვიცავ რომ მივუტანო წამალი სახალხო დამცველი სად გძინავს სად?! - აცხადებს აქონდროპლაზიის მქონე ბავშვის მშობელი.

მსგავსი სიახლეები