"ბურთი საქართველოს მოედანზეა" - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

24.04.23 13:40
"ბურთი საქართველოს მოედანზეა" - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს რეფორმების თვალსაზრისით ჯერ არაფერი გაუკეთებია, რაც ოპტიმიზმის საფუძველს გააჩენდა. ამის შესახებ მან ბრიუსელშ მინისტერიალის დაწყების წინ განაცხადა.

გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, ახლა ბურთი საქართველოს მოედანზეა და სწორედ მათ უნდა იმოქმედონ. 

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ექნება შესაძლებლობა ისაუბროს რეფორმებზე. ვფიქრობ, მთავარი კითხვა იქნება მისი მისამართით. ჯერჯერობით ჩვენ არ გვინახავს ისეთი რამ, რაც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. მაგრამ, როგორც ყოველთვის, ჩვენ, ბალტიის ქვეყნები, ერთგული ვრჩებით ტრანსატლანტიკურ კავშირებში საქართველოს გზის მიმართ, მაგრამ ბურთი საქართველოს მოედანზეა და მათ უნდა გაათამაშონ, - განაცხადა ლანდსბერგისმა. 

ბრიუსელში ამ წუთებში  საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება. განხილვის მთავარი თემა საქართველო და ქვეყნის უსაფრთხოებაა. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც ესწრება. 

მსგავსი სიახლეები