სიიდან ამოღებული ადამიანები არ გამოხატავენ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს - ლევან ანთაძე
ლევან ხაბეიშვილის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ენმ-ს ახალმა თავმჯდომარემ საკრებულოს სიიდან ოთხი წევრი იმიტომ ამოწერა, რომ ეს ადამიანები "არ გამოხატავენ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს".
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ლევან ანთაძე აცხადებს, თანაგუნდელები ოფისში არც კი დადიან.
„პარტიის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ამოიღოს სიიდან ის ადამიანები, რომლებსაც საჭიროდ ჩათვლის. რატომ მოხდა ამ ადამიანების ამოღება? ეს ადამიანები ბოლო თვეების განმავლობაში საერთოდ არ კონტაქტობდნენ პარტიასთან, მიუხედავად არაერთი მოწვევისა. ისინი არ თანამშრომლობენ პარტიასთან, არ გამოხატავენ პარტიის ინტერესებს. ჩვენი, ბათუმის ორგანიზაციის მოთხოვნა იყო, რომ ეს ადამიანები ამოღებული ყოფილიყვნენ პარტიული სიიდან და შესულიყვნენ ადამიანები, რომლებიც პარტიულ ინტრესესებს გამოხატავენ. ამ სამი თვის განმავლობაში არ გამიგია არჩილ ჩიქოვანის, რიჟვაძის, ივანიშვილისა და კობახიძის კრიტიკა, მაგრამ გამიგია ლევან ხაბეიშვილის, ლევან ვარშალომიძის და სხვების. ეს ადამიანები არ გამოხატავენ პარტიის ინტერესს და რა თქმა უნდა, არ იქნებიან წარმოდგენილი „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიიდან“, - განაცხადა ლევან ანთაძემ.