"ნუ გამოაყენებინებთ თავს ზნედაცემული პოლიტიკოსებს"- პრემიერი დედებს

24.04.23 14:14
"ნუ გამოაყენებინებთ თავს ზნედაცემული პოლიტიკოსებს"- პრემიერი დედებს

"ზნედაცემული ამორალები" - ასე უწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებს სოლიდარობას უცხადებენ. 

ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ბოლო ექვსი დღეა დედების შეხვედრაზე უარს ამბობს, აცხადებს, რომ მათ მიმართ სოლიდარულია და სთხოვს, პოლიტიკოსებს თავი არ გამოაყენებინონ. 

"სამწუხაროდ ბოლო დღეების განმავლობაში ვუყურებთ რა ვნებათა-ღელვას, რომელიც შექმნილია აქონდროპლაზიით დაავადების მქონე ბავშვების საკითხთან დაკავშირებით.

ხდება გაუგონარი რამე - უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც გამოირჩევიან სიყალბით და ფარისევლობით აქაც ცდილობენ, ეს უმწიკვლო, უმწეო ბავშვები დაიყენონ წინ და აწარმოონ პოლიტიკური კამპანია.

პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, მე აქონდროპაზიის დაავადების მქონე ბავშვები მშობლების მიმართ მინდა გამოვხატო  ჩვენი სრული თანაგრძნობა. მინდა მათ ვუთხრა, რომ ჩვენ მთავრობა სახელმწიფო მათ გვერდით დგას და რა თქმა უნდა, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს რაც საჭიროა, მაგრამ მე მინდა მათ ვთხოვო: ნუ გამოაყენინებენ თავს და ნუ მიიღებენ ამ პოლიტიკურ კამპანიაში მონაწილეობას ნებსით თუ უნებლიეთ.

არცერთ პოლიტიკოსს, რომელიც ახლა ჩართულია, ამ კამპანიაში ამ ბავშვების ბედი საერთო არ გახსენებიათ, მაშინ როცა იყვნენ ხელისუფლებაში, არც მაშინ როცა არიან ოპოზიციაში.

გასაგებია ძალიან მარტივად შეიძლება ამის ახსნა რომ ცდილობენ,  ყველა უბედურება თუ ყველა განსაცდელი, გაჭირვებაში მყოფი ადამიანის ბედი, გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად. ეს არის ამორალური საქციელი, ეს არის უზნეობა ეს არის ყველაზე ზნედაცემული ქმედება, რაც შეიძლება ადამიანმა იკადროს" - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

მსგავსი სიახლეები