არ გეგონოთ, დავეცემით! - აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების დედების პასუხის პრემიერს

24.04.23 14:31
არ გეგონოთ, დავეცემით! - აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების დედების პასუხის პრემიერს

პრემიერის განცხადებას, რომელმაც კანცელარიასთან შეკრებილ დედებს მოუწოდა, ნუ მიიღებენ მონაწილეობას პოლიტიკურ კამპანიაში, პროტესტის მონაწილეები საგანგებო განცხადებით პასუხობენ.

დედები ამბობენ, რომ ბრძოლას გააგრძელებენ და მთავრობის მეთაურს უხსნიან, რომ ოპოზიციის წევრები მათთან სოლიდარობის გამოსაცხადებლად მიდიან. 

როგორ გგონიათ, ჩვენ, მშობლები პოლიტიკურები ვართ? არცერთ პარტიას ჩვენ ამის უფლებას არ მივცემთ. ისინი თანაგრძნობას გვიცხადებენ. მოდით გადავიდეთ იმ ნაწილზე, რატომ უსმენთ? რატომ ჩვენ არ გვისმენთ? რატომ იმ ექიმებს არ უსმენთ, ჩვენი შვილების მკურნალ ექიმებს, რომლებიც უალესი გაიდლაინების საფუძველზე საუბრობენ?

მე არ გავნცვიფრებულვარ ამ პასუხით, არ გეგონოთ, რომ დავეცემით! პირიქით, უფრო გავძლიერდებით, არ გავჩერდებით! ბატონო პრემიერო, მე არ ვთლი ამ პასუხს უარად, მაგრამ ვთლი უღირსად თავს. ყველა დედა და ყველა მშობელი, თქვენ ჩვენ არ მოგვისმინეთ უამრავი წერილის, უამრავი თხოვნის მიუხედავდ და მოუსმინეთ იაშვილის კლინიკის ექიმს, ავტორიტეტს, რომელიც პირველი აწერდა ხელს წერილზე, რომ ეს მედიკამენტი არი უსაფრთხო...დღეს ის ჩვენი პირველი მტერია.

მე ვლაპარაკობ ყველა დედის სახელით, მთელ საქართველოს მოგიოწდებთ, არ დაგვტოვოთ მარტო ბრძოლაში, თორემ თქვენ დაგბრალდებათ!, - თქვა ქეთევან ბეგიაშვილმა. 
 

მსგავსი სიახლეები