"დასცინის გამწარებულ დედებს" - სოფო ჯაფარიძე პრემიერის განცხადებას უსირცხვილოს უწოდებს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი სოფო ჯაფარიძე პრემიერის განცხადებას უსირცხვილოს უწოდებს. ოპოზიციური პარტიის წევრის თქმით, პრემიერი გამწარებულ დედებს ატყუებს და დასცინის.
"წარმოუდგენელია, ყველაზე უსირცხვილო განცხადება იყო ალბათ მისი პრემიერობის ისტორიაში. ეს იყო ყველაზე დიდი უნამუსობა, ის ამ გამწარებულ მშობლებზე იძახის რომ თითქოს სოლიდარობას უცხადებს, მაგრამ მეორე ორ წამში იძახის იმას, რომ ისინი იტყუებიან რომ თითქოს არ აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა. ფაქტია ხომ ყველამ ერთად მოვისმინეთ თვითონ არის მატყუარა და თვითონ არის უნამუსო იმიტომ, რომ ამ მშობლებს, გამწარებულ მშობლებს დღეს ასეთი პასუხი გასცა. დაგვცინის დასცინის ამ ხალხს. მივდივართ უკანა მხრიდან საიდანაც შებრძანდნენ თბილად მოკალათებულები და ეს არ შერჩებათ, არ შერჩენია არავის და რა საკვირველია არც მათ შერჩებათ, ვიბრძოლებთ ბოლომდე და ვიბრძოლებთ იქამდე სანამ ამ ბავშვებს არ ექნებათ ამ ქვეყანაში სრულფასოვანი და სრულყოფილი ცხოვრების შესაძლებლობა" - სოფო ჯაფარიძე.
"ზნედაცემული ამორალები" - ასე უწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებს სოლიდარობას უცხადებენ.