გვაქვს შესაბამისი არგუმენტები - ხაბეიშილის ფლანგის პასუხი დეპუტატების ჩახსნაზე
რატომ ჩახსნა ენმ-ს თავმდჯომარემ ბათუმის საკრებულოს სიისდან 4 დეპუტატი - ლევან ხაბეიშვილის ნაცვლად განმარტებებს ისევ მისი თანამოაზრეები აკეთებენ. დავით კირკიტაძე ირწმუნება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ენმ-ს თავმდჯომარემ პარტიის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე კონკრეტული რეკომენდაციების საფუძველზე მიიღო. მისი თქმით, მსგავის გადაწყვეტილებები ნიკა მელიასაც არაერთგზის მიუღია.
პარტიის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იქნება მიღებული მსგავსი გადაწყვეტილება. პარტიაში არსებობს დისციპლინა და ეს დისციპლინა უნდა იყოს და ამაზე პასუხისმგებელია პარტიის თავმჯდომარე. პარტიის თავმჯდომარე პარტიის რაიონული, რეგიონალური რგოლების წარდგინებით მიიღებს ხოლმე ასეთ გადაწყვეტილებას. არაერთი მიუღია მსგავსი ნიკა მელიასაც, რომელიც იყო სწორი, ისევე როგორც წარმომადგენილი ახლანდელი გადაწყვეტილებაც არის სწორი. ლევან ხაბეიშვილი არ არის მოვალე მსგავსი ტიპის გადაწყვეტილების მიღების დროს ჩამაყენოს მე პირადად საქმის კურსში. გადაწყვეტილება მომზადებული იქნა შესაბამისი არგუმენტაციით. სასაცილოა ნიკა მელიას ეს განცხადება, - ამბობს დავით კირკიტაძე.
ოპოზიციის წევრი ასევე ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ბრძოლის გააქტიურებაა საჭირო, რასაც ლევან ხაბეიშვილი ისედაც აკეთებს, პერმანენტულ აქციებს კი მოსამზადებელი პერიოდი სჭირდება.
მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად საჭიროა და მნიშვნელოვანია ბრძოლის გააქტიურება. მიუხედავდ იმისა, რომ ლევანმა, როგორც ახალმა თავმჯდომარე არაერთ მუნიციპალიტეტში, ქალაქში და რაიონში ჩაატარა აქცია, ამისთის არის სეიროზული მზადება საჭირო. ნიკა მელიას თავმდჯომარეობის დროს დაკეტილი ყველა ოფისი მუნიციპალიტეტში აღდგენილია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან ბევრი რამე გაკეთდება ამ დღეებში ამაზე ექნება თავმჯდომარს კონკრეტული დეტალური ანგარიში, - ამბობს კირკიტაძე.
"ნაცმოძრაობის" აჭარის ორგანოზაციაში ამბობენ, რომ პარტიის ახალმა თავმჯდომარემ საკრებულოს სიითი შემადგენლობიდან ამოყარა ის ადამიანები, ვინც ბოლო არჩევნების დროს პარტიის გამარჯვებისთვის იბრძოდა, მაგრამ ხაბეიშვილის მიმართ კრიტიკით გამოირჩევიან.