"ოცნებას" საგამოძიებო კომისიის შექმნის ეშინია - დაუშვილი ქოლცენტრების საქმეზე

24.04.23 15:18
"ოცნებას" საგამოძიებო კომისიის შექმნის ეშინია - დაუშვილი ქოლცენტრების საქმეზე

პარტია "საქართველოსთის" წევრი მიხეილ დაუშვილი ფიქრობს, რომ "ოცნებას" წოლცენტრებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ეშინია. ოპოზიციის წევრის თქმით, ხელისუფლებას გამოძიების პროცესში საკუთარი დანაშაულებების გამოვლენა არ სურს. 

"ოცნება" მხარს არ უჭერს ამ კომისია იმიტომ, რომ მათ ეშინიათ და სავარაუდოდ ეშინიათ იმის, რომ ამ პროცესში არა ერთი და ორი ადამიანი, არამედ საკმაოდ ფართო წრეა ადამიანთა ჯგუფების და შეიძლება სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებიც ჩართულნი არიან, - ამბობს მიხეილ დაუშვილი.

თაღლითურ ქოლცენტრებთან დაკავშირებით გახარიას გუნდი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.  

მსგავსი სიახლეები