ოპოზიციას ახალი პოლიტიკურად ცხელი თემის შექმნა უნდა - სარჯველაძე გახარიას გუნდის ინიციატივაზე

24.04.23 15:24
ოპოზიციას ახალი პოლიტიკურად ცხელი თემის შექმნა უნდა -  სარჯველაძე გახარიას გუნდის ინიციატივაზე

"ქართული ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე ირწმუნება, რომ ოპოზიციას ქოლცენტრების თემაზე პოლიტიკურად ცხელი თემის შექმნა სურთ. მმართველი გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ ხელისფლების ოპონენეტების ინტერესში საქმის რეალური გამოძიება არ შედის, რადგან ეს სამართალდამცავ სტრუქტურებთან უშუალო თანამშრომლობის გზით უნდა მოხდეს. 

მთავარი ამოცანა, რომელიც დღის წესრიგში აქვთ ჩვენს კოლეგებს ოპოზიციიდან როდესაც ამ ინიციატივას აყენებენ, გახლავთ მხოლოდ და მხოლოდ ახალი პოლიტიკურად ცხელი თემის შექმნა და არა რაღაცა ჭეშმარიტების გარკვევა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ჭეშმარიტობის გარკვევას სჭირდება მაღალკვალიფიციური გამოძიების ჩატარება, რა თქმა უნდა, სინქრონულად ყველა სხვა ქვეყნის, რომელიც დაინტერესებულია ამ საკითხით სამართალდამცავ სტრუქტურებთან უშუალო თანამშრომლობის გზით,  - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.

შეგახსენებთ, რომ თაღლითურ ქოლცენტრებთან დაკავშირებით გახარიას გუნდი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.   

მსგავსი სიახლეები