გამოდით და გვერდით დაგვიდექით! - კანცელარიასთან 19:00 საათზე მშობლების აქცია დაანონსდა
კანცელარისთან 19:00 საათზე დედების საპროტესტო აქცია დაანონსდა. განცხადება ამის შესახებ ენმ-ს წევრმა სოფო ჯაფარიძემ გააკეთა.
ოპოზიციის წევრმა მოქალაქეებს გვერდში დგომისკენ მოუწოდა და საზოგადოებას სთხოვა, ნუ გაუშვებენ გამწარებელ მშობლებს შვილებთან წამლის გარეშე.
ამასთან, ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ პრემიერმა დღეს ყველაზე უსირცხვილო და არაკომპეტენტური განცხადება გააკეთა.
მოგმართავთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, დადგა დრო, როდესაც მთელი საქართველო ერთად უნდა დავდგეთ დღეს გვაქვს უმძიმესი წუთები, ამ მშობლებს დღეს აქვთ უმძიმესი წუთები. მეგობრებო არ გავუშვათ სახლში, არ გავუშვათ თავიანთ შვილებთან ეს ადამიანები წამლის გარეშე. დღეს პრემიერმა დაგვცინა ყველაზე უნამუსო ყველაზე უღირსი და ყველაზე არაკომპეტენტური განცხადება გააკეთა. განცხადება გააკეთა, რომლითაც მთელ საქართველოს დაგვცინა, თითქოს ეს მშობლები ჩვენ ყველა ვიტყუებით და ამ ბავშვებს სასიცოცხლოდ არ ესაჭიროებათ ეს მედიკამენტი. ძალიან მძიმე მდგომარეობაა, დღეს მათ სჭირდებათ არავინ იცის ხვალ ვის დაგვჭირდება გვერდში დგომა. გამოდით, დაგვიდექით გვერდით, ნუ შეგეშინდებათ. 19:00 საათზე გელოდებით მთელ საქართველოს ყველა დედას ყველა მამას ყველა ბებიას ბაბუას, შვილს ყველა ადამიანს, ვისაც დღეს გული გტკივათ. მოდით, დაგვიდექით გვერდში, ვიბრძოლოთ ერთად და გადავარჩინოთ ამ ადამიანების სიცოცხლე, - ამბობს ენმ-ს წევრი სოფო ჯაფარიძე.