ქართულ ოცნებას 2015 წლიდან ერთგულად ვემსახურებოდი - აქონდროპლაზიის მქონე ბავშვის დედა პრემიერს

24.04.23 15:35
ქართულ ოცნებას 2015 წლიდან ერთგულად ვემსახურებოდი - აქონდროპლაზიის მქონე ბავშვის დედა პრემიერს

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვის ერთ-ერთი მშობელი პრემიერმინისტრს პასუხობს. დედამ ღარიბაშვილის საპასუხოდ თქვა, რომ ის 2015 წლიდან "ოცნების" წევრია, ოპოზიცია კი სხვანაირი ინტერესით არ დადგომია გვერდით. 

არ მეგონა, რომ ამ განცხადებას ისე გააკეთებდით, რომ ჩვენ მშობლებს არ შეგვხდებოდით. მინდა გითხრათ თქვენ, რომ არცერთი პოლიტიკური პარტია ჩვენ სხვანაირი ინტერესით არ დაგვდგომია. მე ვარ "ქართული ოცნების" წევრი 2015 წლიდან და ერთგულად გემსახურებოდით.

მე ჩემივე მაჟორიტარს ვთხოვე დახმარება, მე ვინც დამეხმარებოდა, ის მინდა, რომ იყოს ჩემი მეგობარი. როგორ გგონიათ ჩვენ მშობლები პოლიტიკურები ვართ? არცერთ პარტიას ჩვენ ამის უფლებას არ მივცემთ", - თქვა ერთ-ერთმა მშობელმა.

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებს პრემიერმა ტელეეთერით მიმართა: 

"მე მინდა მათ ვთხოვო: ნუ გამოაყენინებენ თავს და ნუ მიიღებენ ამ პოლიტიკურ კამპანიაში მონაწილეობას ნებსით თუ უნებლიეთ"- თქვა ღარიბაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები