"უნდა ვაჩვენოთ სოლიდარობა, პრემიერის შეურაცხყოფა არ მაინტერესებს " - ანა ნაცვლიშვილი

24.04.23 15:45
"უნდა ვაჩვენოთ სოლიდარობა, პრემიერის შეურაცხყოფა არ მაინტერესებს " - ანა ნაცვლიშვილი

„ლელოს“ ლიდერი ანა ნაცვლიშვილი საზოგადოებას მიმართავს ნუ შეეშინდებათ, გამოვიდნენ ქუჩაში სოლიდარობა გამოუცხადონ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ მშობლებს და მათ ბავშვებს. 

მისი თქმით, სოლიდარობა ერთ-ერთია გზაა ბავშვების გადარჩენად. 

"დედები არ გაჩერდებიან, არავის არ ჰქონდეს მოლოდინი, რომ ეს ადამიანები თავიანთ შვილებთან ხელცარიელები დაბრუნდებიან, ვერ დაბრუნდებიან. თუ აქამდე ვერ გაიგო პრემიერმა ესენი არიან დედები ეს არის მათ პოლიტიკური მრწამსი, რატომღაც ბევრი დრო მოძებნა მან მათ შორის ტყუილების სალაპარაკოდ ამ წამალთან დაკავშირებით და ამ ბავშვებთან დაკავშირებით და ვერ მოძებნა 5 წუთი, რომ ჩამოსულიყო და დედებთან ესაუბრათ"- თქვა ნაცვლიშვილმა. 

რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, სადაც მან ოპოზიციას "ამორალურები" უწოდა, პოლიტიკოსის თქმით, მას ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული შეფასებები არ აღელვებს: 

მისი შეურაცხყოფა მე არ მაღელვებს, მე მაღელვებს ამ ბავშვების ბედი.  ეს ბავშვები არიან გადასარჩენი, ამიტომ არავინ უშლის პრემიერს და არც ქართული ოცნების სხვა ლიდერებს მოვიდნენ აქ და დადგნენ ამ დედების გვერდით. დღეს მათი მხარდაჭერა არის ჩვენი მოქალაქეობრივი და ადამიანური ვალი, ამიტომ მინდა ყველას ვთხოვო, დედებს, მამებს, მშობლებს ამ ბავშვებს სჭირდებით თქვენ სოლიდარობა, საზოგადოებამ უნდა ვაჩვენოთ სოლიდარობა. სოლიდარობა გადაარჩენს ამ ბავშვებს" - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

კანცელარისთან 19:00 საათზე დედების საპროტესტო აქცია დაანონსდა. განცხადება ამის შესახებ ენმ-ს წევრმა სოფო ჯაფარიძემ გააკეთა.

მსგავსი სიახლეები