ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა, ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს,. ოფიციალური ინფორმაციით მთავრობის მეთაური მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს, როგორც ნატოში, ისე ევროკავშირში.
პრემიერ მინისტრთან ერთად ოფიციალურ დელეგაციაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.