ნასროლ ტალახზე თავის შეშვერა ჩემი თვითმიზანი არ არის - რას ამბობს ლევან გორგილაძე, რომელიც ხაბეიშვილმა სიიდან ამოიღო
ლევან გორგილაძე, რომელიც ხაბეიშვილმა საკლრებულოს ე.წ. სათადარიგო სიიდან ამოიღო განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, არ აპირებს ნასროლ ტალახს უპასუხოს, თუმცა არც თავის შეეშვერაა მისი მიზანი. ბათუმის მუნიციპალიტეტის წევრი აღნიშნავს, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა ამ ქმედებით ფონს ვერ გავა.
სიმართლე არის უმნიშვნელოვანესი!
თავისუფალი და განსხვავებული აზრი რიგ მომენტებში გამაჩნდა, გამაჩნია და სამომავლოდაც ეგრე იქნება...
საჯაროობას ვანიჭებ უდიდეს უპირატესობას და იქ სადაც დემოკრატიას ბზარი გაუჩნდება, ვაპირებ საჯარო ჩართულებით მის გამოსწორებას. არ ვამბობ რომ ყოვლის შემძლე ვარ და აუცილებლად შევძლებ, თუმცა ცდას რომ არ დავაკლებ ეს ვიცი.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ძლიერი იყო სხვადასხვა ხედვის და იდეის ხალხის გაერთიანებით ერთი კონკრეტული და მთავარი იდეის ირგვლივ. 2012 წლის შემდეგ, რაც ოპოზიციური ველიდან იბრძვის ეს პარტია, სწორედ ზემოთხსენებულის ხარჯზე ახერხებდა შედეგზე გასვლას და სამწუხაროდ დღევანდელი მოცემულობით ერთ ბაბლში მოხარშვისკენ გადადგმულ ნაბიჯებს ვხედავთ. არ მჯერა რომ მთავარი ოპოზიციური პარტია ამ ქმედებებით გავა ფონს, ისევე როგორც ადრე ახერხებდა ამას!
მოგიწოდებთ რომ არ იდარდოთ ჩემი სიიდან ამოღების ფაქტზე (ვინც დარდობთ), რადგან ჩემი მიზანი საკრებულოს წევრობა არ გახლდათ და არც ახლა გახლავთ, არამედ ვისაც ამ პარტიის ბედი განაღვლებთ და "ქართული ოცნების" დამარცხება გადარდებთ, იდარდეთ იმ აბსურდულ ქმედებებზე რაც დღეს მთავარ ოპოზიციურ პარტიაში მოხდა და ხდება.
ბრძოლას ევროპული მისწრაფებებისთვის ვაგრძელებ იმ ყველა ადამიანთან ერთად, ვისაც ევროპა ექვსი ასოსგამ შემდგარი სიტყვა არ ჰგონია მხოლოდ, არამედ ზუსტად ესმის იმ ფასეულობების, რომლის მომტანიცაა ევროპა.
არ ვაპირებ ნასროლ ტალახს ვუპასუხო, თუმცა ამ ტალახზე არც თავის შეშვერაა ჩემი მთავარი მიზანი" - ლევან გორგილაძე.