BBC-ის გამოძიებით ბევრ საკითხს ფარდა აეხადა, მნიშვნელოვანია, გამჭვირვალე იყოს, ტელევიზიების, ოპოზიციური პარტიების დაფინანსების საკითხი - დარჩიაშვილი

24.04.23 17:30
BBC-ის გამოძიებით ბევრ საკითხს ფარდა აეხადა, მნიშვნელოვანია, გამჭვირვალე იყოს, ტელევიზიების, ოპოზიციური პარტიების დაფინანსების საკითხი - დარჩიაშვილი

ლუქსემბურგში ევროკავშირის დიპლომატიური კორპუსისასა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა დაიწყო. მთავარი თემა საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და  უსაფრთხოებაა.  

მოლაპარაკების დაწყების წინ  ილია დარჩიაშვილმა თქვა, რომ ევროპელ პარტნიორებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული დანაშაულებრივი ჯგუფების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას. 

საუბარია BBC -ის ,  გამოძიებაზე რომელიც ქოლცენტრებს ეხება.

კარგია, რომ „ბიბისის“ გამოძიებით ფარდა აეხადა ბევრ საკითხს, მნიშვნელოვანია, ყველაფერი იყოს გამჭვირვალე, მათ შორის ტელევიზიების, ოპოზიციური პარტიების დაფინანსების საკითხი - თქვა მინისტრმა. 

"ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ ჩვენს პარტნიორებთან ჩვენს შეხედულებებზე ამა თუ იმ საკითხებთან დაკავშირებით მათ შორისაა, ამ საკითხზე ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია და კარგია, რომ სწორედ BBC-ის შესაბამისი გამოძიებით ფარდა აეხადა ბევრ საკითხს. ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენს პარტნიორებს, ჩვენს მეგობრებს მოვუწოდებთ, რომ შეფასებებისთვის და ასე ვთქვათ მედია მენეჯერი იქნება, თუ სხვა მსგავსი შეფასებებისგან კონკრეტული ადამიანების მისამართით თავი შეიკავონ, რადგან სწორედ ამ გამოძიებამ დაადასტურა, რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს და ამ კითხვის ნიშნებს უნდა გაეცეს პასუხი" - ამბობს დარჩიაშვილი.

მსგავსი სიახლეები