რაზე ისაუბრებს ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა არის უნიკალური შესაძლებლობა, პარტნიორებს ვესაუბროთ 12 პუნქტის შესრულების კუთხით ხელშესახებ შედეგებსა და დაგეგმილ ნაბიჯებზე - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
ილია დარჩიაშვილი ამბობს, რომ შეხვედრაზე რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრებენ:
ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ჩვენს პარტნიორებს ვესაუბროთ, იმ კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებზე, რომელიც საქართველომ გადადგა, როდესაც საუბარია 12 პუნქტის შესრულებაზე, რეფორმების დღის წესრიგზე და იმ გადასადგმელ ნაბიჯებზე, რომლებიც გვაქვს დაგეგმილი და იმ აქტივობებზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება დგამს იმისთვის, რომ საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს, რაც ჩვენი მომავალია, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია და სწორედ ამ საკითხებზე გვექნება საუბარი, ასევე გვექნება შესაძლებლობა ვისაუბროთ რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობაზე, რაც ასევე საინტერესოა ჩვენი პარტნიორებისთვის" - ამბობს ლევან დარჩიაშვილი.