ჩემი საქმიანობის ნაწილი არ არის პოლიტიკოსებთან ერთად მივიდე რამე აქციაზე - ომბუდსმენი

24.04.23 17:03
ჩემი საქმიანობის ნაწილი არ არის პოლიტიკოსებთან ერთად მივიდე რამე აქციაზე - ომბუდსმენი

სახალხო დამცველი ამბობს, რომ კანცელარიასთან მიმდინარე  აქციაზე მისასვლელად პოლიტიკოსები უკავშირდებიან. ლევან იოსელიანის განცხადებით, პოლიტიკოსებთან ერთად ერთად პროტესტზე მისვლა მისი საქმიანობის ნაწილი არ არის.

მთელი ეს პერიოდი ჩვენი თანამშრომლები არიან აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებთან ხაზზე. დღესაც ჩემი დეპარტამენტის უფროსი იმყოფებოდა მათთან და კიდევ ერთხელ დაათვალიერა, ნახა ის გარემო, სადაც მათ უწევთ პროტესტის გამოხატვა, ხომ არ აქვთ პროტესტის გამოხატვის ხელშეშლა.

ეს არის შესაბამისი უწყების გადასაწყვეტი პრობლემა და სახალხო დამცველი ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მათ დავეხმაროთ კომუნიკაციაში.

მე ძირითადად მიკავშირდებიან პოლიტიკოსები, რომლებიც მთხოვენ აქციაზე მისვლას და პოლიტიკოსებთან მე არ ვაპირებ. ეს არ არის ჩემი საქმიანობის ნაწილი, რომ პოლიტიკოსებთან ერთად მივიდე რამე აქციაზე. მშობლებთან მისვლის ნაწილში მე არანაირი პრობლემა არ მაქვს". – თქვა ლევან იოსელიანმა.

მსგავსი სიახლეები