პოლიტიკური ქულების ძიება მშობლების უბედურების ხარჯზე ამაზრზენია- ვოლსკი პრემიერის განცხადებას იმეორებს

24.04.23 17:16
პოლიტიკური ქულების ძიება მშობლების უბედურების ხარჯზე ამაზრზენია- ვოლსკი პრემიერის განცხადებას იმეორებს

"პოლიტიკური ქულების ძიება მშობლების უბედურების ხარჯზე, ეს უზნეობის მწვერვალია"- ამის შესახებ გია ვოლსკიმ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტზე საუბრისას განაცხადა. 

მან პრემიერის რიტორიკა გაიმეორა და აღნიშნა, რომ პოლიტიკოსები საკითხს ქულებისთვის იყენებენ: 

ადამიანებს სჭირდებათ შველა, მაგრამ შველის ნაცვლად მეტი უბედურება შეიძლება მოუტანო, ეს არის უზნეობა, რომელიც შეიძლება განაპირობოს რაღაც პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ. პოლიტიკური ქულების დაწერა იმდენად რეალური გახდა და იმდენად ამაზრზენია ამ პოლიტიკური ქულების ძიება მშობლების უბედურების ხარჯზე, რომ მე ვურჩევდი ჩემს თავსაც და სხვებსაც, პოლიტიკოსებს და არაპროფესიონალ ადამიანებს, რომ საერთოდ თავი დაანებონ ამ განცხადებების კეთებას, თუ არ აქვთ სრული ინფორმაცია, თუ რას წარმოადგენს მედიკამენტი. ფაქტია, ჩვენ არავინ მიგვიტოვებია, უამრავი ადამიანი არის ჩართული სოციალურ პროგრამებში და მთავარი ამოცანა არის, რომ ბავშვები გადარჩნენ"- ამბობს ვოლსკი. 

 

მსგავსი სიახლეები