აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის ფული არ გვენენება - ბექა ოდიშარია

24.04.23 18:25
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის ფული არ გვენენება - ბექა ოდიშარია

"ქართული ოცნების" წევრი, დეპუტატი ბექა ოდიშარია ამბობს, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის ფული არ ენანებათ. 

მისი თქმით, საქართველოს ხელსუფლება საკითხდზე პოზიციას 2-3 კვირაში ჩამოაყალიბებს: 

2-3 კვირაში საქართველოს ხელისუფლება თავის პოზიციას ჩამოაყალიბებს. ჩვენ არც ამ მოზარდებისთვის და არც მათი მშობლებისთვის თანხა არ გვენანება. უბრალოდ, ჩვენ მათ კეთილსინდისიერად ვექცევით და რა თქმა უნდა, ისე არ ვიქცევით, როგორც პარტია ლელოს ის აიბოლიტი ექიმი, ყოველდღე რომ ღობეს თავს უბრახუნებს და ამით რომ ქულების დაწერა უნდა. სჯობს, მშობლებს დაელაპარაკოს და აუხსნას, ეს რასთან არის დაკავშირებული- ამბობს ის. 

 

მსგავსი სიახლეები