დაჩოქილი დედები შვილებისთვის პრემიერს წამალს ევედრებოდნენ - მთავრობა Vosoritide-ს არ იყიდის
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის ფულის შეგროვება მოსახლეობამ დაიწყო - ანგარიში მას შემდეგ გაიხსნა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა მისი ფანჯრების ქვეშ მყოფ მშობლებს პასუხი ტელევიზიის მეშვეობით გაუგზავნა. ხელისუფლება წამალს არ იყიდის, თვალცრემლიან მშობლებს კი შეურაცხყოფას აყენებს და ამბობს, რომ ისინი პოლიტიკოსების მიერ მართულები არიან.
პრემიერმა დღეს აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები პრაქტიკულად დიაბეტით და ონკო დაავადებულ მოზარდებსაც დაუპირისპირა.
უმძიმესი სანახავი იყო ის, რაც დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან ხდებოდა. მუხლებზე დაჩოქილი მშობლები ევედრებოდნენ ხელისუფლებას, რომ მათ შვილებს დაეხმარონ. დახმარების ნაცვლად კი მთავრობამ ატირებულ დედებს პოლიცია გაუგზავნა. ვითარება სამთავრობო კვარტალში არაერთხელ დაიძაბა და სასწრაფო დახმარების გამოძახებაც გახდა საჭირო. მეხუთე დღეა, დედები წვიმაში და სიცივეში ათენებენ ღამეებს, თუმცა ხელისუფლება მათ არ ელაპარაკება. შესაბამისად, პროტესტიც ღარიბაშვილის ღობეებთან არ შეწყდება.
პრემიერის უარი დედებს - ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟი