ნაცმოძრაობა დაშლის ზღვარზე - ხაბეიშვილმა მელიას ფლანგის განეიტრალება დაიწყო

24.04.23 20:22
ნაცმოძრაობა დაშლის ზღვარზე - ხაბეიშვილმა მელიას ფლანგის განეიტრალება დაიწყო

ნაციონალური მოძრაობის დაშლამდე ფაქტობრივად ერთი ნაბიჯი რჩება - ლევან ხაბეიშვილმა ნიკა მელიას ფლანგის   განეიტრალება დაიწყო. პარტიის თავმჯდომარემ პირველი შტურმი ბათუმის საკრებულოს წევრებზე მიიტანა და ყველა, ვინც მელიას მხარს უჭერდა,  სიიდან ამოშალა.  შიდა პარტიული  ანგარიშსწორებისთვის ხაბეიშვილმა   6-ს მარტს მოიცალა, ანუ იმ დროს, როცა ქვეყანაში ხალხი  აგენტების კანონს აპროტესტებდა, პარტიის თავმჯდომარე პოლიტიკური შურისძიების რეჟიმში  იყო. 

პარტიის თავმჯდომარე  მედიასთან არ ჩანს. ლევან ხაბეიშვილის ნაცვლად მისი თანაგუნდელები საუბრობენ და ცდილობენ, ამ გადაწყვეტილების შესაბამისი არგუმენტები მოძებნონ.  

"ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციაში კი დიდი ამბოხია. ადგილობრივი ლიდერები თვლიან, რომ მიმდინარეობს  პოლიტიკური რეპრესიები და  პარტიის მიზანმიმართული დაშლის პროცესი. დღეს პირველად არჩევნების შემდეგ თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნაც გაისმა.

ნაცმოძრაობა დაშლის ზღვარზე - ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში

 

მსგავსი სიახლეები