ქოლ-ცენტრების სკანდალი - გაძარცვული ხალხის საქმეები კვლავ გამოუძიებელია, თაღლითები ისევ ოპერირებენ
ტოტალური ძარცვა სალომე ზურაბიშვილის, ბიძინა ივანიშვილისა და "სოკარის" სახელით - არაერთი მტკიცებულების მიუხედავად, ეს კომპანიები ფუნქციონირებას და შესაბამისად, ევროპელი და ქართველი მოქალაქეების თანხების მითვისებას განაგრძობენ. "შაბათის ეთერის" ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ, უკვე ხელისუფლებასაც უჭირს კითხვებზე პასუხის გაცემა. ფაქტია, რომ 2022 წლის ნოემბრიდან მიმდინარე თაღლითური ოპერაციები დღემდე გრძელდება.
ქოლ-ცენტრების სკანდალზე ღიას განცხადებები კეთდება დიპლომატიური კორპუსიდან. შეერთებული შტატების ელჩის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს ევროკავშირის წარმომადგენელი. დიპლომატი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიწყოს გამოძიება. ამ ფონზე კი საქართველოს ხელისუფლება არა თუ გამოძიებას ატარებს, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნასაც ბლოკავს.
გაძარცვული ხალხის გამოუძიებელი საქმები - ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში