ვინ გამოიძახა პოლიცია კომპანია "ნომე დაოში" - ელისო კილაძის მტკიცებით, კეზერაშვილის პირადი შურისძიების სამიზნე გახდა

24.04.23 20:38
ვინ გამოიძახა პოლიცია კომპანია "ნომე დაოში" - ელისო კილაძის მტკიცებით,  კეზერაშვილის პირადი შურისძიების სამიზნე გახდა

ვინ  გამოიძახა პოლიცია კომპანია "ნომე დაოში", რომელიც ელისო კილაძის "ქრონიკა პლუსთან" თანამშრომლობს? - ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ ის დავით კეზერაშვილის პირადი შურისძიების სამიზნე  გახდა. ექს თავდაცვის მინისტრმა კი 112-ში ანონიმური სატელეფონო ზარების ორგანიზება პეტრე ცისკარიშვილს დაავალა.

კრიმინალური პოლიცია და  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები  კომპანიაში  მას შემდეგ შევიდნენ, რაც ოპერატიული ცნობა მიიღეს, რომ იქ ე.წ  ქოლ-ცენტრი ფუნქციონირებდა. კილაძე  ამტკიცებს,რომ კეზერაშვილი ახლა BBC-ის  სკანდალის გადაფარვას და იმის დემონსტრირებას ცდილობს, რომ ე.წ ქოლ ცენტრების უკან არა ის, არამედ სხვა პირები დგანან.

 

 

 

მსგავსი სიახლეები