წამალი ბავშვებს - დედების მარში ხვალ 19 საათზე ისევ გაიმართება

24.04.23 20:45
წამალი ბავშვებს - დედების მარში ხვალ 19 საათზე ისევ გაიმართება

ვერ მივალ ჩემს შვილთან ხელცარიელი - აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დედები აქციას ხვალაც გამართავენ. 
დედებმა მოქალაქეებს სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადეს და თქვეს, რომ მათ მხარდაჭერა ხვალაც დასჭირდებათ. 

"შემოვძახოთ ხვალაც, ვიკრიბებით 7 საათზე" - თქვა ერთ-ერთმა დედამ. 

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები ისევ კანცელარიასთან მივიდნენ და რამესაც ღარიბაშვილის ოფისთან გაათენებენ. 

მსგავსი სიახლეები