ხელისუფლება ჩამონგრეული იმიჯის რეაბილიტაციას ცდილობს - ღარიბაშვილი ბრიუსელში, კობახიძე კი ევროსაბჭოშია

24.04.23 20:53
ხელისუფლება ჩამონგრეული იმიჯის რეაბილიტაციას ცდილობს - ღარიბაშვილი ბრიუსელში, კობახიძე კი ევროსაბჭოშია

ჩამონგრეული იმიჯის რეაბილიტაციას საქართველოს ხელისუფლება სხვადასხვა საერთაშორისო ფლანგზე ცდილობს - ღარიბაშვილი ბრიუსელში, კობახიძე კი ევროსაბჭოშია. მძიმე კითხვების მოსმენა საქართველოს  მმართველი პარტიის  პირველ პირებს ხვალ მოუწევთ.  მანამდე კი ეს გზა საგარეო საქმეთა მინისტრმა  ლუქსემბურგში გაიარა.  ევროკომისიის  შეუსრულებელი ვალდებულებები, ციხეში მყოფი პოლიტპატიმრები, ქოლ-ცენტრების სკანდალი - ილია დარჩიაშვილი დღეს იძულებული იყო, ევროპელი კოლეგების პრეტენზიები პირისპირ მოესმინა.  

საქართველოს რეფორმების თვალსაზრისით ჯერ არაფერი გაუკეთებია, რაც ოპტიმიზმის საფუძველს გააჩენდა  - ამ შინაარსის განცხადებები ისმოდა დღეს ლუქსემბურგში, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე და ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაზე მსჯელობდნენ. 

ევროკავშირი კითხვებზე პასუხს ელოდება იქამდე, ვიდრე 27 ქვეყანა საქართველოს  კანდიდატის სტატუსზე იმსჯელებს.  მათ შორის უპირველესი 12 რეკომენდაციის შესრულებაა, რომელიც ამ ეტაპზე პრაქტიკულად ჩავარდნილია.
 
რა განცხადებები კეთდება ლუქსემბურგში? - გაიგეთ ლიზა ლასარეიშვილის ჩართვიდან

 

მსგავსი სიახლეები